გარემოს ეროვნული სააგენტოს უფროსი თამარ ბაგრატია ევროპაში უმსხვილესი გეოლოგიური კომპანიის „DMT“-ის ბიზნეს მიმართულების მენეჯერს ერნს ბერნარდ ტეიგლერს შეხვდა. შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოში არსებული გეოლოგიური დარგის განვითარებისათვის მნიშვნელოვანი საკითხებზე იმსჯელეს. კომპანია „DMT“-ი გარემოს ეროვნულ სააგენტოს სამთო მოპოვებითი ინდუსტრიის განვითარების ხელშეწყობისათვის კომპლექსური კვლევის განხორციელებაში და პროექტების შემუშავებაში დაეხმარება. კომპანიის წარმომადგენელი შეხვედრებს საქართველოს პარლამენტის და სხვადასხვა სახელმწიფო უწყებების წარმომადგენლებთან გამართავს.
Visited 290 times, 1 visit(s) today