თამარ ხულორდავამ, ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სხდომაში მიიღო მონაწილეობა

14/09/2017

ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტმა, აღმოსავლეთ პარტნიორი ქვეყნების პარლამენტის წარმომადგენლების მონაწილეობით, 24 ნოემბერს დაგეგემილი აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტისთვის რეკომენდაციები განიხილა.
ევროპარლამენტის წევრებმა და აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების ევრონესტის საპარლამენტო დელეგაციის ხელმძღვანელებმა იმსჯელეს თუ როგორ უნდა განვითარდეს და უფრო მეტად გაღრმავდეს საქართველოსა და აღმოსავლეთ პარტნიორობის სხვა ქვეყნების სამომავლო კავშირი ევროკავშირთან.
თამარ ხულორდავამ გამოსვლისას, ასოცირების შეთანხმების ხელმომწერი ქვეყნებისთვის აღმოსავლეთ პარტნიორობის პოლიტიკის აქტუალობის შენარჩუნების საჭიროებაზე გაამახვილა ყურადღება.
„აუცილებელია პარლამენტმა ევროკავშირის საბჭოს, ასოცირებული პარტნიორებისთვის, ამბიციური, მომავალზე ორიენტირებული ხედვა შესთავაზოს კონკრეტული ხელშესახები შედეგებით. ჩვენ უნდა გვქონდეს საერთო გეგმა და მიზნები, რომელიც ეტაპობრივად იქნება მიღწეული“, – განაცხადა თამარ ხულორდავამ.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0