თამარ ხულორდავა პოლონეთში, კრინიცას 27-ე ეკონომიკურ ფორუმში მონაწილეობს

ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე, თამარ ხულორდავა პოლონეთში, კრინიცას 27-ე ეკონომიკურ ფორუმში მონაწილეობს.
ეკონომიკური ფორუმი აღმოსავლეთ და ცენტრალური ევროპის უდიდესი ყოველწლიური ღონისძიებაა, რომელზეც რეგიონის და მსოფლიოს პოლიტიკური, აკადემიური და ბიზნესწრეების წარმომადგენლები მათ წინაშე არსებულ პოლიტიკურ, სოციალურ და ეკონომიკურ პროცესებს განხილავენ.
ღონისძიება პოლონეთის და მაკედონიის პრეზიდენტებთან ერთად, საქართველოს პრეზდენტმა გახსნა, რომელმაც საქართველოს ევროპულ მისწრაფებებზე და ჩვენი ქვეყნის ევროპულ მომავალზე ისაუბრა.
პოლონეთის პრეზიდენტმა ევროკავშირის გაფართოებისადმი პოლონეთის აქტიური და უპირობო მხარდაჭერა დაადასტურა.

Visited 123 times, 1 visit(s) today