შემოსავლების სამსახურის თანამშრომლებმა საბაჟო გამშვებ პუნქტზე „თბილისის აეროპორტი“ უკანონოდ შემოტანილი ფსიქოტროპული და ნარკოტიკული ნივთიერებების შემცველი მედიკამენტები აღმოაჩინეს.
როგორც prof-news-ს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურიდან აცნობეს, მედიკამენტები ირანის მოქალაქე ს.დ-ს აღმოაჩნდა, რომელიც საქართველოში სტამბოლი-თბილისის რეისით ჩამოფირნდა. ეჭვის საფუძველზე ხელბარგის დათვალიერების შედეგად მებაჟე ოფიცრება ჯამში სხვადასხვა დასახელების 223 აბი მედიკამენტი ამოიღეს.
საქმე შემდგომი რეაგირების მიზნით გადაეცა შინაგან საქმეთა სამინისტროს ისანი-სამგორის სამმართველოს მე-6 განყოფილებას.
Visited 183 times, 1 visit(s) today