თბილისის მერიის განცხადება საახალწლო დღეებში გარე ვაჭრობასთან დაკავშირებით

14/12/2017

ქალაქ თბილისის მერია გაცნობებთ, რომ საახალწლო დღეებში, 18 დეკემბრიდან 14 იანვრის ჩათვლით, გარე ვაჭრობა ნებადართულია მხოლოდ სპეციალურად გამოყოფილ ადგილებში:

გლდანი-ნაძალადევში
მეტრო „ახმეტელის“ მიმდებარე ტერიტორია;
მარატ ნოზაძის ქუჩა;
მუხიანი: დუმბაძის გამზ. II მრ/რ;
თემქა: ყოფილი V სამშობიაროს მიმდებარედ;
გურამიშვილის გამზირი;

დიდუბეში
„დინამოს“ ბაზის მიმდებარედ: პაიჭაძის და მიქელაძის ქუჩების კვეთა;
დიდუბის მეტროს მიმდებარედ (ოკრიბა): ტრანსპორტის ქუჩა;
დეზერტირების ბაზრის მიმდებარედ: წინამძღვრიშვილის, აბასთუმნისა და თევდორე მღვდლის ქუჩები;

ვაკე-საბურთალოზე
„დელისის“ მეტროს მიმდებარედ;
მეტრო „ვაჟა-ფშაველას“ მიმდებარედ;
ყოფილი საბურთალოს ბაზრის მიმდებარედ: შარტავას ქუჩა;
სპორტის სასახლის მიმდებარედ;

ისანი-სამგორში
ნავთლუღის ბაზრის მიმდებარედ: მეველეს ქუჩა;
ვაზისუბანი: I მრ/რ. მე-12 კორპუსის მიმდებარედ;
ვაზისუბანი: ვ. კუპრაძის ქუჩა N10;
მეტრო „ვარკეთილის“ მიმდებარედ: ჯავახეთის ქუჩა;

Tweet about this on TwitterShare on Facebook0