თბილისის მერმა დავით ნარმანიამ საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციის წევრ და პარტნიორ კომპანიებს დედაქალაქის მერიის საქმიანობის 2015 წლის ანგარიში წარუდგინა, ასევე გააცნო 2016 წელს დაგეგმილი აქტივობები.
,,აქცენტს ვაკეთებთ საჯარო და კერძო სექტორების პარტნიორობაზე, რომლის მიხედვითაც, მუნიციპალიტეტსა და კერძო სექტორს შეუძლია ერთობლივად განახორციელოს სამშენებლო და ინფრასტრუქტურული პროექტები. გვაქვს მნიშვნელოვანი სიახლეები, მაგალითად, მრავალსართულიანი პარკინგის პროექტი, ავტობუსის 800 ახალი გაჩერებისა და სხვა ბევრი პროგრამა, სადაც ბიზნესის ჩართულობა აუცილებელია” განაცხადა დავით ნარმანიამ
ღონისძიებას ესწრებოდნენ თბილისის მერის მოადგილეები გიორგი ლილუაშვილი და ირაკლი ლექვინაძე, ასევე, მერიის საქალაქო სამსახურების ხელმძღვანელები.
შეხვედრა საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციის პროექტის – „ბიზნესის დიალოგი მთავრობასთან“ – ფარგლებში გაიმართა.
თბილისის მერმა 2015 წლის ანგარიში წარადგინა
Visited 93 times, 1 visit(s) today