თბილისის მერობის კანდიდატთან დაკავშირებით გადაწვეტილება „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს სხდომის შემდეგ იქნება მიღებული

05/06/2017

ირაკლი კობახიძის განცხადებით, თბილისის მერობის კანდიდატთან დაკავშირებით გადაწვეტილება უახლოეს მომავალში, კანდიდატის დასახელების პროცედურების შესაბამისად მიიღება.
„პარტიას აქვს თავისი პროცედურები კანდიდატის დასახელების. ეს პროცედურები ჩვენ არ გაგვივლია. პოლიტსაბჭო იღებს გადაწყვეტილებას კანდიდატების დასახელებასთან დაკავშირებით და მას შემდეგ, რაც შედგება პარტიის „ქართული ოცნება“, პოლიტიკური საბჭოს შეხვედრა, შესაბამისი სხდომა და მიიღება გადაწყვეტილება, ჩვენ შეგვეძლება ვისაუბროთ უკვე კანდიდატის წარდგენასთან დაკავშირებით. მე შემიძლია დავადასტურო, რომ გუშინ იყო ამ საკითხთან დაკავშირებით საუბარი და ჩვენ შესაბამისად უნდა დაველოდოთ პოლიტსაბჭოს სხდომას, სადაც მიიღება გადაწყვეტილება კანდიდატის წარდგენასთან დაკავშირებით. ეს მოხდება უახლოეს მომავალში და დაველოდოთ პოლიტსაბჭოს სხდომას,“ – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0