თბილისის მეტრო 21 სექტემბრამდე კვლავ შემცირებული გრაფიკით იმუშავებს

Доступно только по Грузински For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

მიმდინარე წლის პირველი ივლისიდან 21 სექტემბრამდე, თბილისის მეტრო მგზავრებს კვლავ შემცირებული სამუშაო გრაფიკით მოემსახურება. მეტროს ენერგოუსაფრთხოებისა და სავენტილაციო სისტემების სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულების ვადის გადაწევა გლობალური პანდემიის ფარგლებში დაწესებულმა შეზღუდვებმა გამოიწვია. შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, კონტრაქტორმა კომპანიამ სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულების ვადის გახანგრძლივება მოითხოვა. მეტროს ძალოვანი კაბელებისა და გამნიავებელი სისტემების დროული შეცვლის მიზნით, თბილისის მეტროს სამუშაო გრაფიკი კვლავ 06:00-დან 23:00 საათამდე შენარჩუნდება. აღნიშნული მასშტაბური სამუშაოები მეტროს ენერგოუსაფრთხოების გამართული მუშაობის უზრუნველყოფის მიზნით, 2019 წლის პირველ ივლისს დაიწყო, რომლის ფარგლებშიც, 450 კმ სიგრძის ძალოვანი კაბელი და 32 გამნიავებელი იცვლება.

Visited 102 times, 1 visit(s) today