თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს განათლებისა და კულტურის კომისიაში სხდომა გაიმართა

01/11/2017

თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოში განათლებისა და კულტურის კომისიის სხდომა გაიმართა,რომელსაც კომისიის თავმჯდომარე თამარ ტალიაშვილი უძღვებოდა.
კომისიის სხდომაზე მერიის განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო და კულტურის სამსახურების მიერ 2017 წლის იანვრიდან სექტემბრის ჩათვლით განხორციელებული სამუშაოების შესახებ ანგარიშები მოისმინეს.
მერიის განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის მიერ ბოლო 9 თვის განმავლობაში განათლების მიმართულებით განხორციელებულ პროექტებზე სამსახურის უფროსის მოადგილემ ზაზა ცინაძემ ისაუბრა.
მერიის კულტურის საქალაქო სამსახურის სამი კვარტლის ანგარიში კი სამსახურის უფროსის მოადგილემ მაკა ნასრაშვილმა წარმოადგინა.
კომისიის სხდომაზე წლიური ანგარიშით ასევე განათლებისა და კულტურის კომისიის თავმჯდომარე თამარ ტალიაშვილი წარსდგა. საკრებულოს დეპუტატმა 2016 წლის 1 ნოემბრიდან 2017 წლის ოქტომბრის ჩათვლით, მის მიერ განხორციელებულ პროექტებსა და რეფორმებზეე ისაუბრა. კომისიის სხდომას, რომელიც კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა, განათლების და კულტურის კომისიის და კომისიასთან არსებული სათათბიროს წევრები, ასევე საკრებულოს დეპუტატები ესწრებოდნენ.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0