თბილისის საკრებულოს წევრებმა უცნობი ჯარისკაცის მემორიალი გვირგვინით შეამკეს

Доступно только по Грузински For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქციის „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოსთვის“ თავმჯდომარემ რიმა ბერაძემ და საკრებულოს წევრებმა 9 მაისთან დაკავშირებით ვაკის პარკში უცნობი ჯარისკაცის მემორიალი გვირგვინით შეამკეს.
თბილისის წარმომადგენლობითი ორგანოს წევრებმა მეორე მსოფლიო ომის ვეტერანებს ფაშიზმზე გამარჯვების 72-ე წლისთავი პირადად მიულოცეს და თავდადებისთვის მადლობა გადაუხადეს.
საკრებულოს წევრებთან ერთად ვეტერანებს გამარჯვების დღე ადგილობრივი და ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლებმა მიულოცეს.

Visited 138 times, 1 visit(s) today