თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები აქციის გამართვას გეგმავენ

Sorry, this entry is only available in ქართული. For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში დღეს კანცლერის არჩევნებია, თუმცა, ადმინისტრაციის ხელმძღვანელის პოზიციაზე კენჭს მხოლოდ ერთი კანდიდატი იყრის, რომელსაც სტუდენტების ნაწილი აქტიურად უპირისპირდება.

ახალგაზრდები გიორგი გაფრინდაშვილს ზეწოლასა და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურთან ფარულ თანამშრომლობაში ადანაშაულებენ.

სტუდენტების ბრალდებებს იურიდიული ფაკულტეტის დეკანი პასუხობს. ის სიცრუეს უწოდებს სტუდენტების მიერ გავრცელებულ ინფორმაციას.

„ჩემთვის ფაქტებს დადასტურება სჭირდება, ენას ძვალი არ აქვს. სისხლის სამართლებრივი დევნა დაწყებული არ ყოფილა, საჩივარი შეტანილი არ ყოფილა. „ოდეერი“ რა არის გულწრფელად გეუბნებით არ ვიცი, ეს არის ალბათ საბჭოთა სიტყვა. მე ვენდობი სახელმწიფოს, სახელმწიფო სტრუქტურებს და მათ მიერ მოწოდებულ ოფიციალურ ინფორმაციებს. ოფიციალური ინფორმაციების საფუძველზე, ის პიროვნება რომელზედაც არის ლაპარაკი, არ ფიქსირდება ორგანოების თანამშრომლად, იგი არის უნივერსიტეტის თანამშრომელი“, – განაცხადა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის დეკანმა, ირაკლი ბურდულმა.

გაფრინდაშვილის მოწინააღმდეგე სტუდენტები აქციის გამართვას გეგმავენ.

Visited 124 times, 1 visit(s) today