,,თბილისობის” ღონისძიებები ,,ახალ ტფილისში” აღინიშნა

16/10/2016

თბილისის მერი დავით ნარმანია, ზაარბრიუკენის მერთან შარლოტა ბრიცთან და ვიცე-მერთან ლაშა აბაშიძესთან ერთად, ”ახალ ტფილისში” თბილისობის დღესასწაულთან დაკავშირებით გამართულ ღონისძიებებს დაესწრო. „ახალ ტფილისში“ თბილისობის დღესასწაული განსხვავებული ფორმატით წელს პირველად ჩატარდა. განახლებულ აღმაშენებელის გამზირზე სანახაობრივად დატვირთული კულტურული პროგრამა იყო წარმოდგენილი. განახლებული აღმაშენებლის გამზირი სპეციალურად „თბილისობისთვის“ შექმნილი ვიტრინების ინსტალაციებით გაფორმდა, ამასთან, მოეწყო გამოფენა Error Images და განთავსდა ინსტალაცია „ხვალ“. საფეხმავლო ქუჩა ქუჩის მუსიკოსებმა გააფორმეს და მოეწყო სასულე ორკესტრის მსვლელობა. მუსიკალური ხაზი თბილისის მერიის საკონცერტო ორკესტრმა „ბიგ-ბენდმა” განაგრძო. თბილისური ეზო „ახალი ტფილისის’’ ეზოში განთავსდა და მაყურებელს საინტერესო ღონისძიება შესთავაზა. მანამდე კი „ახალ ტფილისში“ „თბილისის თანამედროვე ბალეტმა“ გამართა წარმოდგენა. კიდევ ერთი განსაკუთრებული ღონისძიება სახელწოდებით – „თხრობა მუსიკით“ მოეწყო აღმაშენებლის გამზირზე დათო ევგენიძის აკომპანიმენტით, სადაც სტუმრებს მუსიკით „ამეტყველებული” მუნჯი ფილმის ნახვის შესაძლებლობა ჰქონდათ.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0