თბილისში ახალი 23-ე მეტროსადგურის მშენებლობა დასრულდა

Sorry, this entry is only available in ქართული. For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრომ თბილისში ახალი 23-ე მეტროსადგურის მშენებლობა დაასრულა. სატესტო რეჟიმში მუშაობის პროცესი ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილემ გაგი ბუაძემ და აზიის განვითარების ბანკის ვიცე პრეზიდენტმა სტუდენტებთან ერთად შეამოწმეს.
მეტროსადგურ „უნივერსიტეტის“ მშენებლობა, აზიის განვითარების ბანკის ფინანსური მხარდაჭერით განხორციელდა და მისი ღირებულება დაახლოებით 84 მლნ ლარია.
ახალი მეტროსადგური განტვირთავს მიწისზედა სატრანსპორტო ნაკადებს და მაქსიმალურად შეამცირებს არსებულ საცობებს საბურთალოს რაიონში, სადაც ყოველდღიურად, საშუალოდ 220 000 ადამიანი სარგებლობს მუნიციპალური ტრანსპორტით. მეტროსადგურ „უნივერსიტეტის“ ამუშავება, დღეში 15 000 -ზე მეტ თბილისელსა და დედაქალაქის სტუმარს სწრაფი და უსაფრთხო გადაადგილების საშუალებას მისცემს.
დედაქალაქში ახალი სადგურის მშენებლობა ურბანული ტრანსპორტის განვითარებას შეუწყობს ხელს.

Visited 127 times, 1 visit(s) today