თბილისში გამოფენა „იტალიური მოდის ისტორიის 60 წელი“ გაიხსნა

თბილისის მერიის, კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერითა და იტალიის საელჩოს ორგანიზებით, თბილისში გამოფენა „იტალიური მოდის ისტორიის 60 წელი“ გაიხსნა. იტალიური მოდის ისტორიის 60 წელი“ მოდისა და დიზაინის თვალსაჩინო ფიგურების ნიჭსა და პროფესიონალიზმს და იმ ადამიანებს ეძღვნებათ, რომლებმაც „იტალიური სტილის“ დამკვიდრებაში თავიანთი წვლილი შეიტანეს. გამოფენაზე ცნობილი იტალიური მოდის სახლებისა და დიზაინერების საუკეთესო ქმნილებებია წარმოდგენილი. კომპანია “Galgano&Tota”-ს მიერ მომზადებული ექსპოზიცია თითოეული დიზაინერის განმასხვავებელი ნიშნების წარმოსაჩენად შერჩეულ 80-მდე ისტორიულ მოდელს მოიცავს: Valentino, Emilio Schuberth, Sorelle Fontana, Roberto Capucci, Sarli, Lancetti, Renato Balestra, Marella Ferrera, Brioni, Giorgio Armani, Laura Biagiotti, Roberto Cavalli, Dolce & Gabbana, Fendi, Salvatore Ferragamo, Gianfranco Ferré, Gucci, Crizia, Max Mara, Missoni, Moschino, Prada, Trussardi, Versace და სხვა სახელგანთქმული იტალიური მოდის სახლებისა და დიზაინერების საუკეთესო ქმნილებებია წარმოდგენილი. თბილისის მერის მოადგილის, ნინა ხატისკაცის განცხადებით, გამოფენა იმითაც არის მნიშვნელოვანი, რომ მასზე ქართველი წარმოშობის იტალიელი დიზაინერის ირენე გალიცინას ნამუშევარიც იქნება წარმოდგენილი. გამოფენას ზურაბ წერეთლის თანამედროვე ხელოვნების მუზეუმი 10 იანვრის ჩათვლით უმასპინძლებს.

Visited 148 times, 1 visit(s) today