თბილისში ვბრუნდებით ახალი გეგმებით

Sorry, this entry is only available in ქართული. For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

საპარლამენტო ფრაქცია „დამოუკიდებელმა დეპუტატებმა” პირველი გასვლითი სხდომა გამართა ლიკანში, ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) მხარდაჭერით.

„ეს იყო შესაძლებლობა, დეტალურად გაგვეცნო NDI-ის უკანასკნელი კვლევები არა მხოლოდ პოლიტიკურ ჭრილში, არამედ მოსახლეობის შეფასებები მათთვის მნიშვნელოვან საკითხებზე, განსაკუთრებით, სოციალური და ეკონომიკური განვითარების მიმართულებით. გასვლითი სხდომის ფარგლებში ფრაქციამ შეაჯერა 2020 წლის სამოქმედო გეგმა, როგორც საკანონმდებლო ინიციატივები, საპარლამენტო ზედამხედველობის პრიორიტეტები, ასევე სხვა მნიშვნელოვანი გეგმები, რომელზეც ვიმუშავებთ თებერვლიდან. ვფიქრობ, ძალიან საინტერესო წელი გველოდება და ახალი გეგმებით ვბრუნდებით,“ – განაცხადა ფრაქციის თავმჯდომარემ, მარიამ ჯაშმა.

„განსაკუთრებული მადლობა NDI Georgia-ს. ახლად შექმნილი ფრაქციისთვის მათი მხარდაჭერა ძალზედ მნიშვნელოვანია და იმედი მაქვს, რომ ეროვნულ-დემოკრატიულ ინსტიტუტთან მჭიდროდ ვითანამშრომლებთ”.

Visited 103 times, 1 visit(s) today