თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე გიორგი ტყემალაძე თბილისის მერ დავით ნარმანიასთან ერთად სასტუმრო Rooms Hotel Tbilisi-ში გამართულ მერიის ახალი საინფორმაციო ცენტრის პროექტის პეზენტაციას დაესწრო. დედაქალაქის მთავრობა ახალი საინფორმაციო ცენტრის შექმნას გეგმავს, რომელიც დაინტერესებულ პირებს თბილისის მუნიციპალიტეტში შემავალი სამსახურებიდან ნებისმიერი სახის ინფორმაციის მიღების შესაძლებლობას მისცემს.
სწრაფი და კვალიფიციური დისტანციური მომსახურებით დედაქალაქის მერია მოქალაქეებს 24 საათის განმავლობაში დამატებით სერვისებსაც შესთავაზებს, მათ შორისაა: უკან გადარეკვის სერვისი, ონლაინ კონსულტაცია შშმ პირებისთვის, სტანდარტული სერვისების შესახებ სმს შეტყობინებით ინფორმაციის მიწოდება, შშმ პირებისათვის გამარტივებული მომსახურება ჟესტური ენის ოპერატორის მიერ, მომსახურება ინგლისურ ენაზე და სხვ. პროექტი გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) ხელშეწყობით ხორციელდება.
ღონისძიებას თბილისის მერიის და მუნიციპალიტეტში შემავალი საქალაქო სამსახურების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.