თბილისში პროგრამის „ვისწავლოთ ქართული“ პირველი საფეხური დასრულდა

19/05/2017

საქართველოს პრეზიდენტის მრჩეველი ეთნიკური უმცირესობების საკითხებში სოფიო შამანიდი საპრეზიდენტო პროგრამის „ვისწავლოთ ქართული“ მონაწილეთა პირველი საფეხურის დასრულების დამადასტურებელი სერტიფიკატების გადაცემის ცერემონიას დაესწრო.
ღონისძიება თბილისის საკრებულოში გაიმართა.
პრეზიდენტის მრჩევლის განცხადებით, საპრეზიდენტო პროგრამა 2017 წლამდე მხოლოდ ეთნიკური უმცირესობებით კომპაქტურად დასახლებულ რეგიონებში ხორციელდებოდა, ხოლო წელს ქალაქ თბილისის საკრებულოს ეთნიკური უმცირესობების საბჭოსთან არსებული „მეგობრობის სახლის“ თხოვნით კიდევ ერთი ჯგუფი გაიხსნა, რომელსაც თბილისში მცხოვრები ტრადიციული ეთნიკური უმცირესობების გარდა, როგორც არიან აზერბაიჯანელები და სომხები, ასევე რუსული, უკრაინული, პოლონური და ლიტვური დიასპორის 30- მდე წარმომადგენელმა წარმატებით გადალახა ტესტური დავალების მაღალი ზღვარი და დაიმსახურა კურსის პირველი საფეხურის დასრულების დამადასტურებელი სერტიფიკატი.
სოფიო შამანიდის თქმით, მსმენელთა მოთხოვნით საპრეზიდენტო პროგრამა „ვისწავლოთ ქართული“ სექტემბერში რეგიონებთან ერთად, სწავლებას მეორე საფეხურზე ქალაქ თბილისშიც განაახლებს.
საპრეზიდენტო პროგრამის ფარგლებში, ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენლები ქართული ენის შესწავლასთან ერთად კონსტიტუციის თეზისებსაც სწავლობენ.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0