თბილისში სამხრეთ-კავკასიის მეან-გინეკოლოგთა მეორე საერთაშორისო კონგრესი ტარდება

16/09/2017

თბილისში სამხრეთ-კავკასიის მეან-გინეკოლოგთა მეორე საერთაშორისო კონგრესი ტარდება. შეხვედრის მთავრი მიზანი საერთაშორისო მტკიცებულებებზე დაფუძნებული უახლესი სამედიცინო პრაქტიკის გაზიარებაა. ღონისძიებას შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე ნინო ბერძული დაესწრო.
მეან-გინეკოლოგთა მეორე საერთაშორისო კონგრესზე სიტყვით გამოვიდა მეან-გინეკოლოგთა მსოფლიო ფედერაციის (FIGO) პრეზიდენტი, პროფესორი პურანდარე.
კონგრესში მონაწილეობა მიიღეს დარგის ექსპერტებმა ისრაელიდან, ავსტრიიდან, საბერძნეთიდან, თურქეთიდან, სომხეთიდან, აზერბაიჯანიდან, უკრაინიდან, რუსეთიდან და სხვა ქვეყნებიდან.
სამხრეთ-კავკასიის მეან-გინეკოლოგთა მეორე საერთაშორისო კონგრესი 15 სექტემბერს გაიხსნა და 2 დღე გრძელდება.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0