თეა წულუკიანი სამხრეთ კავკასიაში ევროკავშირის წარმომადგენელ ჰერბერტ ზალბერგს შეხვდა

Доступно только по Грузински For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი სამხრეთ კავკასიაში ევროკავშირის წარმომადგენელ ჰერბერტ ზალბერგს შეხვდა. შეხვედრას ესწრებოდა, აგრეთვე, იუსტიციის მინისტრის მოადგილე გოჩა ლორთქიფანიძე.
იუსტიციის მინისტრთან შეხვედრა ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენლის ინიციატივით შედგა. მხარეებმა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებისა და ჟენევის მოლაპარაკებების საკითხების შესახებ ისაუბრეს. როგორც ცნობილია, იუსტიციის სამინისტრო ჟენევის მოლაპარაკებების ფორმატშია ჩართული.
ჰერბერტ ზალბერგი ბათუმში საერთაშორისო კონფერენციის ფარგლებში იმყოფება, რომელიც საქართველოს ევროპულ გზას ეძღვნება. წელს ბათუმის საერთაშორისო კონფერენციის დისკუსიის ძირითადი თემებია: საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები; ევროპის სამეზობლო პოლიტიკა, მისი მომავალი, გამოცდილება და მთავარი გამოწვევები; ევროკავშირი-საქართველოს ასოცირების შეთანხმების იმპლემენტაცია, ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცისა (DCFTA) და ვიზის ლიბერალიზაციის საკითხები.

Visited 173 times, 1 visit(s) today