თეა წულუკიანმა სლოვაკეთის ელჩს იუსტიციის სამინისტროს ხელმძღვანელობით გატარებული რეფორმები გააცნო

14/11/2017

იუსტიციის მინისტრი დიპლომატიური კორპუსისათვის უწყების მიერ ხუთი წლის განმავლობაში განხორციელებული რეფორმების გაცნობას განაგრძობს. თეა წულუკიანი დღეს სლოვაკეთის რესპუბლიკის ელჩ საქართველოში რუდოლფ მიხალკას შეხვდა და იმ საქმიანობაზე ესაუბრა, რასაც უწყება სხვადასხვა მიმართულებით ახორციელებს. შეხვედრას იუსტიციის მინისტრის პირველი მოადგილე ალექსანდრე ბარამიძე ესწრებოდა.
იუსტიციის მინისტრმა სლოვაკეთის ელჩს მადლობა გადაუხადა იმ მხარდაჭერისათვის, რომელიც სლოვაკეთმა უვიზო რეჟიმის მიღების გზაზე საქართველოს გაუწია.
ელჩებთან სამუშაო შეხვედრები იუსტიციის მინისტრმა მიმდინარე წლის 28 ოქტომბერს დაიწყო. თეა წულუკიანი ევროკავშირის, ჩრდილოეთ და სამხრეთ ამერიკის, აზიის ქვეყნების ელჩებსა და საელჩოების მეორე პირებს იუსტიციის სასწავლო ცენტრის ყვარლის ფილიალში შეხვდა და მათ იუსტიციის სამინისტროს მიერ გატარებული რეფორმებისა და 11 საჯარო სამართლის იურიდიული პირის მიერ განხორციელებული ყველაზე მსხვილი პროექტების პრეზენტაცია წარუდგინა. თეა წულუკიანი უკვე შეხვდა ლიტვის, ავსტრიის, შვედეთის, იტალიის, ბულგარეთის, ნიდერლანდების სამეფოს, ჩეხეთის, ელჩებს.
თეა წულუკიანი დიპლომატიურ კორპუსთან შეხვედრებს და მათთვის იუსტიციის სამინისტროს საქმიანობის გაცნობას მომავალშიც გეგმავს. ჩანიშნულია შეხვედრები გერმანიისა და დიდი ბრიტანეთის ელჩებთან.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0