თეა წულუკიანმა სოფელ ჭრებალოში 75-ე საზოგადოებრივი ცენტრი გახსნა

14/01/2020

თეა წულუკიანმა სოფელ ჭრებალოში 75-ე საზოგადოებრივი ცენტრი საზეიმოდ გახსნა. ჭრებალოს საზოგადოებრივი ცენტრის გახსნას ესწრებოდნენ: რაჭა-ლეჩხუმ-სვანეთის მაჟორიტარი დეპუტატი გოჩა ენუქიძე, სახელმწიფო რწმუნებული არჩილ ჯაფარიძე, რწმუნებულის მოადგილეები, ამბროლაურის მერი დავით მხეიძე, საკრებულოს თავმჯდომარე ასლან საგანელიძე, სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს თავმჯდომარე ზურაბ სანიკიძე, შვეიცარიის განვითარების სააგენტოს რეგიონული დირექტორის მოადგილე ვერნერ ტუტი, გაერო-ს განვითარების პროგრამა (UNDP) „ადგილობრივი და რეგიონული განვითარების ხელშეწყობის პროექტის“ ხელმძღვანელი თინათინ ტყეშელაშვილი და ადგილობრივი მოსახლეობა.
საზოგადოებრივი ცენტრი ჭრებალოსა და მიმდებარე სოფლების − ხვანჭკარას, ქვიშარის, ჭყვიშის, ჟოშხას, გენდუშის, პირველი და მეორე ტოლას − 3000-მდე მცხოვრებს მოემსახურება. საზოგადოებრივი ცენტრის გახსნით ადგილობრივი მოსახლეობა შეძლებს, კომფორტულ გარემოში ადგილიდან გაუსვლელად სწრაფად ისარგებლოს სახელმწიფო და კერძო სექტორის 200-ზე მეტი მომსახურებით. მომხმარებელს ე.წ. ერთი ფანჯრის პრინციპით შეუძლია, აიღოს პასპორტი/პირადობის მოწმობა, განახორციელოს უძრავი ქონების რეგისტრაცია, მიიღოს საკადასტრო გეგმის თუ საარქივო მომსახურება და სხვ. ჭრებალოს საზოგადოებრივი ცენტრის თანამედროვე სტანდარტების შენობის ინფრასტრუქტურა შშმ პირებზეა მორგებული.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0