იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან და ხონის მაცხოვრებლებთან ერთად ის ადგილი მოინახულა, სადაც იუსტიციის სახლის მშენებლობაა დაგეგმილი.
უახლოეს მომავალში, ერთ სივრცეში სახელმწიფო უწყებებისა და კერძო სექტორის 400-ზე მეტი სერვისის მიღებას ხონის მოსახლეობაც შეძლებს.
ხონის იუსტიციის სახლი 920 კვ. მეტრი იქნება და ის 2000 კვ. მეტრის მიწის ნაკვეთზე აშენდება. მისი პროექტი არქიტექტორ ლუკა ჩაგანავას ეკუთვნის. იუსტიციის სახლში 8 პირი დასაქმდება.
ხონის იუსტიციის სახლი 22-ე იუსტიციის სახლი იქნება, რომელიც მომხმარებელს მაღალი ხარისხის, სწრაფ და კომფორტულ მომსახურებას შესთავაზებს. სერვისების მიღება აქაც მინიმალურ დროსა და კეთილმოწყობილ გარემოში იქნება შესაძლებელი