თელავის თეატრის ფასადის რეაბილიტაცია იწყება

25/10/2016

ქალაქ თელავის მერის პლატონ კალმახელიძის კიდევ ერთი წინასაარჩევნო დაპირება თავისი ამომრჩევლისადმი, რომელიც თეატრის ფასადის რეაბილიტაციას გულისხმობდა ასევე შესრულდა. თეატრის მიმდებარე ტერიტორია უსაფრთხოების მიზნით უკვე შემოსაზღვრულია, რამდენიმე დღეში უშუალოდ სარეაბილიტაციო სამუშაოებიც დაიწყება. პროექტის განხორციელებაზე 1 000 000 ლარი დაიხარჯება, რაც ფასადის სრულ რეაბილიტაციას მოიცავს, უკვე რეაბილიტირებულ თეატრის ფასადზე 32 კვ.მ ფართობის მონიტორიც განთავსდება. სულ რაღაც 7 თვეში თელავის ერთ-ერთი სავიზიტო ბარათი თეატრის შენობა ახალ სიცოცხლეს შეიძენს.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0