თელავის მერი ეროვნული სამოსით მსვლელობას შეუერთდა

Доступно только по Грузински For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

18 მაისს საქართველოში ეროვნული სამოსის დღე აღინიშნება, საქართველოს სხვადასხვა კუთხეში დაგეგმილ ღონისძიებებს ქალაქი თელავიც შეუერთდა და მუნიციპალიტეტის მიმდებარე ტერიტორიიდან ცენტრალურ მოედნამდე ეროვნული სამოსში გამოწყობილმა თელაველმა ახალგაზრდებმა მსვლელობა გაიმართეს. მსვლელობას ქალაქ თელავის მერი პლატონ კალმახელიძე შეუერთდა, ეროვნულ სამოსში გამოწყობილმა ახალგაზრდებმა ქალაქის მერთან ერთად სამახსოვრო ფოტოები გადაიღეს.
ღონისძიებას ესწრებოდნენ საკრებულოს თავმჯდომარე არჩილ თხლაშიძე, მერის მოადგილე ლევან ლილუაშვილი და საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე გიორგი გიგიაშვილი.
ღონისძიების ორგანიზატორია ქალაქ თელავის მერია და კახეთის ქორეოგრაფიის მოღვაწეთა კავშირი.

Visited 182 times, 1 visit(s) today