თელავის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის მეორე საჯარო განხილვა გაიმართა

04/05/2018

თელავის ი. გოგებაშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში შპს „ატელიე არქიტექტს“- მა თელავის მიწათსარგებლობისა და ქ. თელავის ცენტრალური მოედნის განაშენიანების გენერალური გეგმის რიგით მეორე საჯარო განხილვა გამართა.
საჯარო განხილვას ესწრებოდნენ: აბბა ალავერდელი მიტროპოლიტი დავითი, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სივრცითი დაგეგმარებისა და სამშენებლო პოლიტიკის დეპარტამენტის უფროსი – ნინო გვენცაძე, სახელმწიფო რწმუნებული – გუბერნატორი – ირაკლი ქადაგიშვილი, გუბერნატორის მოადგილეები, თელავის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილეები და ქ. თელავის საზოგადოების სხვადასხვა სფეროს აქტიური წარმომადგენლები.
სამუშაო ჯგუფის წევრების მიერ წარმოდგენილი მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის სამუშაო პროექტის პრეზენტაციის დასრულების შემდეგ, აუდიტორიას სიტყვით მიმართეს და საკუთარი ხედვა გაუზიარეს აბბა ალავერდელმა მიტროპოლიტმა დავითმა და მხარის გუბერნატორმა.
სიტყვით გამოსვლისას მხარის გუბერნატორმა მადლობა გადაუხადა შპს „ატელიე არქიტექტს“-ის სამუშაო ჯგუფს, მან აქცენტები გააკეთა თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის აგრარული მიმართულებით განვითარების რეალურ პერსპექტივაზე , ასევე ისაუბრა თელავში საფეხმავლო ზონების, რეკრეაციული სირცეებისა და ახალგაზრდული თანამედროვე თავშეყრის ადგილის შექმნის აუცილებლობის თაობაზე.
საჯარო განხილვა კითხვა- პასუხის რეჟიმში გაგრძელდა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0