თელავის მუნიციპალიტეტში სამელიორაციო სამუშაოები მიმდინარეობს

შპს „საქართველოს მელიორაცია“ სარწყავი სისტემების მოწესრიგებას აგრძელებს. თელავის მუნიციპალიტეტში, მიმდინარე სამუშაოების ფარგლებში: გაიჭრება 800 მეტრი სიგრძის ახალი არხი. აღნიშნული არხის მეშვეობით ნაურდლის მაგისტრალური არხი სოფ. ართანაში, მდინარე დიდხევიდან დამატებით კვებას აიღებს.
მოეწყობა გამანაწილებელი ბეტონის ჭა. ✔სამუშაოები ითვალისწინებს 225 მეტრიან მონაკვეთზე ლითონის მილის ჩაწყობას, რაც მაგისტრალურ არხში წყლის ჩადინებას უზრუნველყოფს. მიმდინარე სამუშაოების შედეგად, სოფელ ნაფარეულში სარწყავი წყლის მიწოდება დაახლოებით 300 ჰექტარზე გაუმჯობესდება.

Visited 112 times, 1 visit(s) today