თელავში დასაქმების ფორუმი გაიმართა

16/06/2017

ევროკავშირის დაფინანსებით თელავში ჩატარებული დასაქმების ფორუმი პოტენციურ დამსაქმებლებს და სამუშაოს მაძიებელ შეზღუდული შესაძლებლობების პირებს აერთიანებს.
დასაქმების ფორუმზე, რომელიც დღეს გაიმართა, კახეთში არსებულმა მსხვილმა და საშუალო ზომის კომპანიებმა შშმ პირებს შესთავაზეს მათ საწარმოში დასაქმების და სტაჟირების პროგრამაში ჩართვის შესაძლებლობა.
ღონისძიებაში ყვარლის მუნიციპალიტეტის გამგეობაც იყო ჩართული, სადაც პროექტში „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა განათლებისა და დასაქმების თანაბარი ხელმისაწვდომობის ადვოკატირება და ლობირება“ -ს ფარგლებში მონაწილეობისა და აქტიური ჩართულობის გამო, ყვარლის მუნიციპალიტეტის გამგებელს ილია მზექალაშვილს, ღონისძიების ორგანიზატორებმა საუკეთესო დამსაქმებლის წოდება მიანიჭეს და სპეციალური დიპლომი გადასცეს.
თელავში გამართულ ღონისძიებას, ევროკავშირის ელჩი საქართველოში, იანუშ ჰერმანი და სხვა ოფიციალური პირები ესწრებოდნენ. პროექტი საქართველოში 2015 წლის 1 სექტემბრიდან ხორციელდება.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0