თელავში, მრგვალი მაგიდა გაიმართა

ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის “არა, ოჯახში ძალადობას“! ფარგლებში ქალაქ თელავში, სასტუმრო “შატო მერეში“ მრგვალი მაგიდა გაიმართა. შეხვედრას პროექტის “არა, ოჯახში ძალადობას“! ჩართული არასამთავრობო ორგანიზაციები და ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე თამაზ ჟორჟოლიანი, მერის მოადგილეები ბუბა: გობეჯიშვილი, ვალენტინა ნავერიანი და მერიისა და საკრებულოს წარმომადგენლები ესწრებოდნენ. მრგვალი მაგიდის ფარგლებში პროექტის “არა, ოჯახში ძალადობას“! ავტორებმა გაწეული საქმიანობის შესახებ დეტალური პრეზენტაცია წარმოადგინეს. ბოლნისის მუნიციპალიტეტში 2017 წელს გაიხსნა საგანმანათლებლო-სარეაბილიტაციო ცენტრი “იმედი”, სადაც 1 წლის განმავლობაში ოჯახში ძალადობის მსხვერპლი ქალბატონები და ბავშვები იყვნენ განთავსებულნი. ცენტრი ითვალისწინებს საგანმანათლებლო პროგრამებსაც. ასევე ყველა მსურველს შეუძლია მიიღოს იურისტის, ფსიქოლოგის, ექიმისა და სოციალური მუშაკის უფასო კონსულტაცია. პროექტი ასოციაცია “მრავალეროვანი საქართველოს ქალებსა“ და ბოლნისის მუნიციპალიტეტის შორის გაფორმებული მემორანდუმის ფარგლებში, ადგილობრივი ბიუჯეტიდან არის მხარდაჭერილი.
პროქტს “არა, ოჯახში ძალადობას“! ვადა 2018 წლის დეკემბრის ბოლოს ეწურება. დღევანდელი მრგვალი მაგიდის მიზანი საგანმანათლებლო-სარეაბილიტაციო ცენტრის “იმედი“ 2019 წლისთვის თანამშრომლობის ნორმების ფორმირება გახლდეთ.
შეხვედრაზე ბოლნისის მუნიციპალიტეტის თვითმმართველობის წარმომადგენლებმა სამომავლოდ პროექტის გაგრძელებას მხარი დაუჭირეს. საგანმანათლებლო-სარეაბილიტაციო ცენტრში ამ ეტაპზე 10 ადამიანია დასაქმებული, მათ შორის ორ თანამშრომელს სახელფასო სარგოს მუნიციპალიტეტი უხდის.

Visited 199 times, 1 visit(s) today