ქ. თელავში, საავიაციო უნივერსიტეტის კუთვნილი აეროპორტი “მიმინო” -ს ბაზაზე, საქართველოს საავიაციო უნივერსიტეტის ინიციატივითა და კახეთის მხარის სახელმწიფო რწმუნებულის – ირაკლი ქადაგიშვილის მხარდაჭერით, საავიაციო უნივერსიტეტის აბიტურიენტებისა და კახეთის რეგიონის საჯარო სკოლების მოსწავლეებისთვის ღია კარის დღე გაიმართა. შეხვედრას ესწრებოდნენ: კახეთის მხარის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილემ – პლატონი კალმახელიძემ და თელავის მუნიციპალიტეტის მერი – შოთა ნარეკლიშვილი.
საქართველოს საავიაციო უნივერისტეტის რექტორმა, პროფესორმა სერგო ტეფნაძემ თავის გამოსვლაში ისაუბრა სამოქალაქო ავიაციის მნიშვნელოვან როლზე ჩვენი ქვეყნის სიძლიერესა და ეკონომიკური განვითარების საქმეში. მომავალმა სტუდენტებმა დაათვალიერეს საავიაციო უნივერსიტეტის სასწავლო მატერიალურ-ტექნიკური ბაზა, ავიაციის მუზეუმი და სტუდენტ-პილოტთა მიერ პრაქტიკული სასწავლო ფრენების მიმდინარეობის პროცესი, რომლის დასრულების შემდეგ, გაიმართა დისკუსია აბიტურიენტებთან, მოსწავლეებთან და მშობლებთან მათთვის საინტერესო საკითხებზე.
საქართველოს უნივერსიტეტის რექტორის – სერგო ტეფნაძის მიერ დაანონსებული იქნა აეროპორტი „მიმინო“-ს ბაზაზე კახეთის რეგიონისათვის საქართელოს საავიაციო უნივერიტეტის ფილიალისა და პროფესიული საავიაციო კოლეჯის გახსნის თაობაზე. ღონისძიება დასრულდა საჰაერო შოუს ჩვენებით და გამოვლინდა გამარჯვებული, რომელიც დაჯილდოვდა საჰაერო გასეირნებით.