თელავში სპორტის სასახლე აშენდება

29/07/2016

თელავში სპორტის სასახლე აშენდება, რომელიც 2017 წელს, არაერთ მნიშვნელოვან საერთაშორისო სპორტულ ღონისძიებას უმასპინძლებს, მოგეხსენებათ მომავალ წელს საქართველო სპორტული ღონისძიებების თვალსაზრისით მსოფლიოს ეპიცენტრში მოექცევა, იგი მრავალ საერთაშორისო ტურნირს უმასპინძლებს, მათ შორის მსოფლიოს ახალგაზრდულ ჩემპიონატს რაგბში, ასევე მსოფლიოს 19-წლამდელთა ჩემპიონატს ხელბურთში, ევროპის 19-წლამდელთა ჩემპიონატს ფეხბურთში და სხვა. აღსანიშნავია, რომ სპორტული ღონისძიებების თვალსაზრისთით თელავი ერთ-ერთი სერიოზული ფლანგი იქნება. ასევე მნიშვნელოვანია, რომ თელავთან ერთად სპორტის სასახლეები აშენდება ბათუმში, ქუთაისსა და გორში. ასევე აშენდება ჭიდაობის სახლი და სპორტული მედიცინის ცენტრი თბილისში და 20 საფეხბურთო და სარაგბო მოედანი თბილისში, ქუთაისსა და რუსთავში.
სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს განცხადებით განხორციელდება 65 მილიონი აშშ დოლარის ოდენობის კანადური და სლოვაკური ინვესტიცია, მშენებლობაზე დასაქმდება 1000-ზე მეტი ადამიანი, ხოლო ექსპლოატაციაში შესვლის შემდეგ სპორტულ ობიექტებზე გაჩნდება სამუშაო ადგილები, მშენებლობა დასრულდება 2017 წლის ივნისში.სულ აშენდება 26 ობიექტი.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0