თელავში შშმ პირთა მხარდამჭერი სპეციალური პროგრამა შემუშავდება

25/07/2016

პოლონეთის ქალაქ ვარშავასა და ლუბლინში ქალაქ თელავის მერიის წარმომადგენლებმა სამუშაო შეხვედრები გამართეს. ქართულ დელეგაციას წარმოადგენდნენ თელავის მერის მოადგილე ლევან ლილუაშვილი, ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსი გიორგი კიკნაძე, იურისტი ანა ფეიქრიშვილი, თამაზ ანთაძის სახელობის სპორტსკოლის ხელმძღვანელი გუგა გურაბანიძე, სპეციალისტი მარი გიგოლაშვილი და ტურისზმის საინფორმაციო ცენტრის მთავარი სპეციალისტი მაია დალაქიშვილი . მნიშვნელოვანია, რომ მოლაპარაკებების მიმდინარეობისას ქალაქ თელავის მერი პლატონ კალმახელიძე სკაიპით ერთვებოდა სამუშაო პროცესში.
შეხვედრები გაიმართა ,,ოჯახის, შრომის და სოციალური პოლიტიკის სამინისტროსთან არსებული შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა ბიუროში, მთავრობის სრულუფლებიან წარმომადგენელთან და ბიუროს დირექტორთან მიროსლავ პრზევოზნიკთან და ქალაქ ლუბლინის მერის მოადგილესთან მონიკა ლიპინსკასთან,ასევე სხვა ოფიციალურ პირებთან. შეხვედრების მიზანს შშმ პირთა მხარდაჭერის პროგრამის გაზიარება და ერთმანეთისთვის ამ კუთხით შესაბამისი მაგალითების გაცნობა წარმოადგენდა. ვიზიტის ფარგლებში მიმდინარეობდა გმოცდილების გაზიარება როგორც თეორიულ ისე პრაქტიკულ ნაწილში.
ქართულმა მხარემ მოინახულა რეაბილიტაციის ცენტრები, სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებები და ხანდაზმულთა თავშესაფრები.
ვიზიტის მთავარ მიზანს ქ. ლუბლინის 2015-2020 წწ. ლუბლინში მაცხოვრებელ შშმ პირთა მიმართ განსახორციელებელი სპეციაური პროგრამის გაცნობა წარმოადგენდა, რომლის მსგავსი ტიპის სისტემაც თელავში უნდა შეიქმნას. აღნიშნულის მიზანს კომპლექსური მხარდამჭერი პროგრამის შექმნა იქნება რომელიც თელავის შემთხვევაში 2016-2021 წლებს მოიცავს.
ქალაქ თელავის ვიცე-მერი თენგიზ მთვარელიშვილი პოლონეთში ვიზიტის დასრულების შემდეგ შეხვდა დელეგაციის წევრებს და იმ კონკრეტულ ღონისძიებებზე ესაუბრა, რომლებიც პოლონური გამოცდილების გაზიარებას და შშმ პირთა მხარდაჭრის 2017-2021 წწ სმოქმედო გეგმის შემუშავებას ეხება.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0