თემი „ქედელი“-ს მესამე ახალი საცხოვრებელი სახლი გაიხსნა

04/05/2018

კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული – გუბერნატორი – ირაკლი ქადაგიშვილი და სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერი – გიორგი გოგილაშვილი სიღნაღის მუნიციპალიტეტში თემი „ქედელი“-ს მესამე ახალი საცხოვრებელი სახლის გახსნის ცერემონიალს დაესწრნენ. თემი „ქედელი“ 1999 წელს დაფუძნდა. თემი „ქედელი“ საცხოვრებელი ერთობაა, სადაც შეზღუდული ინტელექტუალური შესაძლებლობების მქონე ზრდასრული პირები ღირსების შესაფერ ოჯახურ გარემოში ცხოვრობენ.
თემში ამჟამად 23 შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირი ცხოვრობს. ისინი „ქედელში“ კასპის და სენაკის ბავშვთა სახლებიდან მოხვდნენ. თემი „ქედელი“-ს მესამე საცხოვრებელი სახლის მშენებლობა BMZ-ის (Germany) მიერ არის დაფინანსებული.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0