თემურ აბაზოვმა ალგეთში რეაბილიტირებული შიდა გზები მოინახულა

Доступно только по Грузински For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

მარნეულის მუნიციპალიტეტის მერმა თემურ აბაზოვმა, მოადგილეებთან, საკრებულოს თავმჯდომარე ამირან გიორგაძესთან და თვითმმართველობის სხვა თანამშრომლებთან ერთად, სოფელ ალგეთში რეაბილიტირებული შიდა გზები მოინახულა, რომლის მოასფალტების სამუშაოები ახლახანს დასრულდა.
ინფრასტრუქტურული პროექტის ფარგლებში მოასფალტდა 2 კილომეტრი და 748 მეტრი სიგრძის გზა.
პროექტი განხორციელდა რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან (რგპფ) და ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით, რომლის საერთო ღირებულებაც შეადგუნა 342 399 ლარი. რგპფ ფონდიდან გამოიყო 184 895 ლარი, ხოლო ადგილობრივი ბიუჯეტიდან 157 504 ლარი.
მოგახსენებთ, რომ ეს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პროექტია, რომელიც წელს მუნიციპალიტეტში საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგების მიზნით განხორციელდა.

Visited 143 times, 1 visit(s) today