თენგიზ ფხალაძე გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ელჩს შეხვდა

19/09/2017

საქართველოს პრეზიდენტის საერთაშორისო მრჩეველი თენგიზ ფხალაძე გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში დოქტორ ჰაიკე ფაიჩს შეხვდა.
საუბარი საქართველო – გერმანიის ორმხრივი ურთიერთობების განვითარებას შეეხო. გერმანიის ელჩმა კიდევ ერთხელ დაადასტურა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების არაღიარების პოლიტიკის მხარდაჭერა.
თენგიზ ფხალაძის განცხადებით, გერმანული მხარე უარყოფს გავრცელებულ ინფორმაციას ბერლინში აფხაზეთის სამრეწველო-სავაჭრო პალატის, ან რაიმე სახის წარმომადგენლობის გახსნასთან, ან რეგისტრაციასთან დაკავშირებით და კიდევ ერთხელ ადასტურებს საქართველოს მხარდაჭერის პოზიციის ურყეობას.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0