თერჯოლაში რუსთაველის ქუჩაზე ასფალტ-ბეტონის საფარის მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს

21/04/2022

თერჯოლის მუნიციპალიტეტში, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ჩოლაბურის ხიდი-თერჯოლა-ტყიბულის საავტომობილო გზაზე 11.6 კმ-იანი მონაკვეთის სარეაბილიტაციო სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს. პროექტის ფარგლებში, განხორციელდება ასფალტ-ბეტონის საფარის დაგება, ხელოვნური ნაგებობების რეაბილიტაცია, ტროტუარების, სანიაღვრე სისტემების, მოსახლეობის ეზოებში შესასვლელებისა და ადგილობრივ გზებთან მიერთებების მოწყობა. ასევე, დაგეგმილია გზის ჰორიზონტალური მონიშვნისა და საგზაო ნიშნების მოწყობის სამუშაოები. ამ დროისთვის, ქალაქ თერჯოლაში რუსთაველის ქუჩაზე ასფალტ-ბეტონის საფარის მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს. პროექტი, სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდება და მისი ღირებულება 8 488 887 ლარია.
სარეაბილიტაციო სამუშაოებს კომპანია “NEW ROAD” ახორციელებს.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0