თოვლის საფარი საგრძნობლად შემცირდა

13/12/2016

ქედაში გამოიდარა. თოვლის საფარი დაბაში 15 სმ, ხოლო მაღალ სოფლებში 60 სმ-მდე მერყეობს. ამ დროისთვის მუნიციპალიტეტს ელექტროენერგია შეუფერხებლად მიეწოდება. შეუფერხებლად მიმდინარეობს ყველა საბავშვო ბაღსა და საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესიც.
გუშინ დასრულდა ასევე სოფელ გუნდაურის საავტომობილო გზის გაწმენდითი სამუშაოები, სადაც 30 კომლი იყო ჩაკეტილი.
დღეს განახლდება გაწმენდითი სამუშაოები სოფელ ახოსა და დოხოძეებში. მობილიზებულია ტექნიკა და ამ წუთებში 6 მიმართულებით მიმდინარეობს სამუშაოები.
დაფიქსირდა საცხოვრებელი სახლების საკარ-მიდამოს მიმდებარედ მცირე მეწყერული პროცესებიც. სახლებს ზიანი არ აქვს. გამგეობის მობილური ჯგუფი ყველა შემოსულ ინფორმაციაზე ოპერატიულად რეაგირებს.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0