“თსუ ინოვაცია”-ში გამარჯვებული პროექტის ავტორი NASA-სთან თანამშრომლობას გეგმავს

18/10/2017

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში პროექტის “თსუ ინოვაცია” ფარგლებში საუკეთესო სტუდენტური ინოვაციური პროექტები გამოვლინდა.
საუკეთესო 8 პროექტი უნივერსიტეტის ფოიეში გამოიფინა, სამი საუკეთესო პროექტის ავტორებს კი ფულადი ჯილდო გადაეცათ. პირველი ადგილის მფლობელი გახდა პროექტი: “ინოვაციური ავია-კოსმოსური ტექნოლოგიები”, რომლის ავტორიც ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის სტუდენტი გიორგი ქაჩლიშვილია. მისი პროექტით საერთაშორისო სამეცნიერო ცენტრები დაინტერესდნენ.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0