თსუ-ს რექტორის მოვალეობის შესრულების სურვილი შვიდმა კანდიდატმა გამოთქვა

Доступно только по Грузински For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის მოვალეობის შემსრულებლის თანამდებობაზე განაცხადი შვიდმა კანდიდატმა შეიტანა.
როგორც prof-news-ს თსუ-ს საზოგადოებასთან ურთიოერთობის სამსახურში განუცხადეს, საარჩევნო კომისიამ უკვე დაარეგისტრირა ორი კანდიდატი: თინა ბარამიძე და მერაბ გორდეზიანი, ხოლო ორი კანდიდატი, მერაბ ელიაშვილი და ინესა მერაბიშვილი რეგისტრაციიდან ასაკის გამო მოიხსნენ.
მათივე ინფორმაციით, სამმა კანდიდატმა – დარეჯან თვალთვაძემ, ალექსანდრე ჩხიტაურმა და გიორგი ანდრიაძემ განაცხადი დღეს შეიტანეს. აქედან გამომდინარე, საარჩევნო კომისია მათი რეგისტრაციაში გატარების თაობაზე ხვალ იმსჯელებს.
აღნიშნული პროცედურის დასრულების შემდეგ არჩევნები დაინიშნება.

Visited 184 times, 1 visit(s) today