თსუ-ს 100 წლის იუბილე UNESCO-ს ეგიდით გაიმართება

07/11/2017

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის 100 წლის იუბილე იუნესკოს ღონისძიებათა სიაშია – გადაწყვეტილება პარიზში გენერალური კონფერენციის 39-ე სესიაზე, მეგობარი ქვეყნების მხარდაჭერით მიიღეს. 1956 წლიდან იუნესკო აქტიურად მონაწილეობს ორგანიზაციის წევრ ქვეყნებში ისტორიული მოვლენების აღნიშვნაში, რაც თავის მხრივ ამ მოვლენებს მსოფლიო მნიშვნელობას ანიჭებს.
უნივერსიტეტის 100 წლის იუბილესადმი მიძღვნილი ღონისძიებების მთელი ქვეყნის მასშტაბითა და საერთაშორისო დონეზე დაგეგმვისა და ორგანიზებისთვის შექმნილია სპეციალური სამთავრობო კომისია. ღონისძიებები 2017 წლის დეკემბერში დაიწყება და მთელი მომდევნო წლის განმავლობაში გაგრძელდება.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0