თურქეთის დროშით მცურავი გემი საქართველოს ტერიტორიაზე 65 000 ლარის ოდენობით დაჯარიმდა

Доступно только по Грузински For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის შავი ზღვის დაცვის კონვენციური სამმართველოს თანამშრომლებმა, სასაზღვრო პოლიციის წარმომადგენლებთან ერთად, გემის მიერ შავი ზღვის დაბინძურების ფაქტი გამოავლინეს. თურქეთის დროშით მცურავმა გემმა ყულევის ნავსადგურში ნავთობშემცველი წყლები ჩაღვარა.
სამართალდამრღვევი გემის კაპიტანს დაეკისრა ჯარიმა 65 000 ლარის ოდენობით. მასვე მოუწევს გარემოსთვის მიყენებული ზიანის ანაზღაურებაც.
თურქეთის დროშით მცურავი გემი საქართველოს ტერიტორიულ წყლებს დაკისრებული ჯარიმის და ზიანის თანხის გადახდის შემდეგ დატოვებს.

Visited 148 times, 1 visit(s) today