თუშეთის მიმართულებით ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა

31/05/2018

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ჩატარებული სამუშაოების შედეგად, თუშეთის მიმართულებით მაღალი გამავლობის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა. შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ფშაველი–აბანო–ომალოს საავტომობილო გზის 56-ე კმ-ზე, სადაც ზამთარში მეწყერი ჩამოვიდა და მდინარე ალაზანი დაგუბდა, მოეწყო დროებითი გზა. ამ ეტაპზე, უსაფრთხოების მიზნით, ფშაველი–აბანო–ომალოს საავტომობილო გზის კმ12-კმ72 მონაკვეთზე, მაღალი გამავლობის ავტოტარნსპორტი იმოძრავებს შეზღუდულ რეჟიმში. ამავე გზის, კმ1-კმ11 მონაკვეთზე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0