თუ პრეზიდენტი კრიზისს ეძახის იმას, რომ ორ თვეში გადის თავისი უფლებამოსილების ვადა, მაშინ შეგვიძლია ვისაუბროთ კრიზისზე

16/10/2018

„პრეზიდენტი საუბრობდა დღეს კრიზისზე. თუ კრიზისს ეძახის იმას, რომ ორ თვეში გადის თავისი უფლებამოსილების ვადა, მაშინ შეგვიძლია ვისაუბროთ კრიზისზე, თუმცა, კრიზისზე საუბარი არის ნამდვილად სუბიქტური მოსაზრებებით ნაკარნახევი“,- ასე გამოეხმაურა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის განცხადებას.

„ვიცით, რომ მას აქვს თავისი სუბიექტური პოზიციები, სუბიექტური ინტერესები და ხელმძღვანელობს ამ სუბიექტური ინტერესებით“,- აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0