თქვენთან შესახვედრად მოვედით იმიტომ, რომ თქვენს მიერ მიღებული გადაწყვეტილებები პროექტებში ავსახოთ

22/01/2019

“თქვენთან შესახვედრად მოვედით იმიტომ, რომ თქვენს მიერ მიღებული გადაწყვეტილებები პროექტებში ავსახოთ, რომელიც სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში წელს განხორციელდება. წელს აღდგა სოფლის მხარდაჭერის პროგრამა და აქცენტი თქვენს მიერ ინიცირებულ საკითხებზე გაკეთდება. თქვენ უკეთ იცით რა გჭირდებათ და ჩვენ მზად ვართ მაქსიმალურად ოპერატიულად განვახორციელოთ არაერთი მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტი”,- ასე მიმართა ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერმა, დავით შერაზადიშვილმა, სოფელ ხიდისყურის, მუხრანასა და ნახიდურის მაცხოვრებლებს.
სოფლის მაცხოვრებელთა უმრავლესობის გადაწყვეტილებით, სოფელ ხიდისყურში, სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში გამოყოფილი თანხით, გარე განათების ქსელი მოეწყობა,სოფელ მუხრანაში სასაფლაოს შემოღობვა, სოფელ ნახიდურში კი სასმელი წყლის სისტემის რეაბილიტაცია განხორციელდება.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0