იან კელიმ შშმ და სოციალურად დაუცველი ბავშვების ნამუშევრები დაათვალიერა

24/03/2017

ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა იან კელიმ, მცხეთა-მთიანეთის გუბერნატორმა გოჩა ზეიკიძემ, პირველ მოადგილესთან გურამ ამირიძესთან, ქალაქ მცხეთის მერთან ავთანდილ ნემსიწვერიძესთან და მცხეთის მუნიციპალიტეტის გამგებელთან ზურაბ აბესაძესთან ერთად, სარეაბილიტაციო დღის ცენტრში „ მომავლის რწმენა“, შშმ და სოციალურად დაუცველი ბავშვების ნამუშევრები დაათვალიერეს.
დაწესებულებაში, სპეციალური სასწავლო პროგრამის საშუალებით, თვითრეალიზების, პიროვნული განვითარებისა და საზოგადოებრივ ცხოვრებაში ჩართულობის უზრუნველსაყოფად, 22 ბენეფიციარი ყოველდღიურად ეუფლება სხვადსხვა სახელოვნებო-პროფესიულ და საგანმანათლებლო უნარ-ჩვევას. მათ შორის: ცეკვა, სიმღერა, ქარგვა, ხატვა და სხვა.
ღონისძიების ფარგლებში, ა(ა)იპ ,,ინვესტიციების და ჰუმანიტარული პროექტების გაერთიანების” გენერალურმა დირექტორმა გიორგი ატაშვილმა, სარეაბილიტაციო დღის ცენტრის ბენეფიციარებს, სპეციალური საჭიროების სავარძელი, საყოფაცხოვრებო ნივთები, ჰიგიენისა და პირადი მოხმარების საშუალებები გადასცა. ამასთან, გასული სამი წლის განმავლობაში, ამერიკულმა ჰუმანიტარულმა ორგანიზაციამ „ლდს ჩერიტის“ (LDS-Charities), დაწესებულებას, 8000 ლარამდე ღირებულების, ავეჯი შიდა ინვენტარი და საყოფაცხოვრებო ტექნიკა გადასცა.
შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დაქვემდებარებაში არსებული შშმ და სოციალურად დაუცველთა სარეაბილიტაციო ცენტრი 3 წელია ფუნქციონირებს და პროგრამის მიზანია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა, სოციალურად დაუცველ ბავშვთა ფიზიკური და სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესება და საზოგადოებაში ინტეგრაცია.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0