იენს სტოლტენბერგი საქართველოს 24-25 მარტს ეწვევა

23/03/2019

ნატო-ს გენერალური მდივნის, იენს სტოლტენბერგის ვიზიტი ნატო-სა და საქართველოს შორის განსაკუთრებული ურთიერთობების კიდევ ერთი დასტურია, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა, ვლადიმერ კონსტანტინიდმა განაცხადა.
იენს სტოლტენბერგი საქართველოს 24-25 მარტს ეწვევა. ვიზიტის ფარგლებში ნატო-ს გენერალური მდივანი შეხვედრებს გამართავს საქართველოს პრემიერ-მინისტრთან, პრეზიდენტთან და პარლამენტის თავმჯდომარესთან. ვიზიტის ფარგლებში, იენს სტოლტენბერგი „ნატო-საქართველოს ერთობლივი წვრთნისა და შეფასების ცენტრსაც“ (JTEC) ეწვევა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0