ივლისიდან სამთო იალაღებზე მგზავრთა უფასო მომსახურების პროგრამა ამოქმედდება

30/06/2017

შუახევში, ივლისიდან სამთო იალაღებზე მგზავრთა უფასო მომსახურების პროგრამა ამოქმედდება. პროგრამა ითვალისწინებს საზაფხულო იალაღებზე მგზავრთა უფასო ავტოტრანსპორტით გადაყვანას. გზავრებს საშუალება ექნებათ უსაფრთხოდ გადაადგილდნენ შუახევი – კატრიანი – ყავრიანის, ახალდაბა -ბარათაული – გრძელგორის, ხიჭაური – თაგინურის, ცხემლისი – თაგინური -ნაფოცხვარას, ოლადაური – ჩირუხის, ტბეთი – გოგაძეები – ჩირუხის, ჯაბნიძეები -ქიძინიძეები- ჩირუხის, შუბანი – ჩირუხის, კვირიაული – ცინარეთი – ღომის, ნიგაზეული – ჯანჯღნარის, ხიჭაური – მერიაყელის, ინწკირვეთი – შედრეკილის, ზამლეთი – თეთრობის, ბრილი – თაგინურის მთების მიმართულებით. პროგრამა გასული წლიდან მოქმედებს და მასზე წელს 35.000 ლარი დაიხარჯება. პარალელურად იალაღების ელექტროფიკაციაც მიმდინარეობს. მიმდინარე სამუშაოებს შპს ,,ზურა 2012“ აწარმოებს. პროექტის განსახორციელებლად მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტიდან ნახევარ მილიონამდე ლარი დაიხარჯება

Tweet about this on TwitterShare on Facebook0