ივლისში საქართველოში მილიონამდე საერთაშორისო მოგზაური შემოვიდა

03/08/2017

შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემებით, 2017 წლის ივლისში საქართველოს თითქმის მილიონი საერთაშორისო მოგზაური ეწვია (982,487ვიზიტორი. ) რაც 217,724-ით მეტია წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით (ზრდა +28.5%)-ია. აღსანიშნავია, რომ მსგავსი მონაცემები საქართველოს ისტორიაში, ჯერ არც ერთ თვეში არ დაფიქსირებულა. თითქმის 33 %-ით არის გაზრდილი ტურისტების რიცხვიც. ივლისის თვის მაჩვენებლებით, იმ უცხოელი მოგზაურების ანუ ტურისტების რიცხვმა, რომლებმაც 24 საათი და მეტი დაჰყვეს საქართველოში 519,349 შეადგინა, რაც128,651-ით მეტია 2016 წლის ივლისის მაჩვენებელზე (ზრდა+32.9%). 2017 წლის ივლისის ყველაზე მეტი ვიზიტი რუსეთიდან(+60.4%), სომხეთიდან (+25.4%), აზერბაიჯანიდან(+13.8%),თურქეთიდან (+0.6%) და ირანიდან (+85.8%) განხორციელდა. პოზიტიური ტენდენცია ნარჩუნდება ევროკავშირის ქვეყნების მიმართულებიდან, საიდანაც საქართველოში ჩამოსვლების რაოდენობის ზრდის კუთხით, ივლისში გამოირჩეოდნენ ნიდერლანდები +43%, გაერთიანებული სამეფო +34%, გერმანია +33% და საფრანგეთი +33%. განსაკუთრებული ზრდა დაფიქსირდა შემდეგი ქვეყნებიდან ლიბანი +579%, იორდანია +373%, საუდის არაბეთი +254%, ქუვეითი +207%, ირანი +86% და აშშ +65%. იანვარი -ივლისი – 7 თვის მონაცემები 2017 წლის იანვარი – ივლისის თვის მონაცემებით საქართველოს 3,978,657 საერთაშორისო მოგზაური ეწვია, რაც 572,195-ით მეტია წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით (ზრდა+16.8%)-ია. იანვარი – ივლისის თვის მაჩვენებლებით იმ უცხოელი მოგზაურების ანუ ტურისტების რიცხვმა, რომლებმაც 24 საათი და მეტი დაჰყვეს საქართველოში 1,829,331შეადგინა, რაც 423,816-ით მეტია 2016 წლის იანვარი – ივლისის მაჩვენებელზე (ზრდა +30.2%). 2017 წლის იანვარ – ივლისში ყველაზე მეტი ვიზიტი აზერბაიჯანიდან (+8.7%), სომხეთიდან (+18.3%), რუსეთიდან (+35.9%), და ირანიდან (+169.5%) განხორციელდა. პოზიტიური ტენდენცია ნარჩუნდება ევროკავშირის ქვეყნების მიმართულებიდან, საიდანაც საქართველოში ჩამოსვლების რაოდენობის ზრდის კუთხით, იანვარ – ივლისში გამოირჩნენ ავსტრია +52%, ნიდერლანდები +39%, გერმანია +32%, გაერთიანებული სამეფო +29% და საფრანგეთი +26%. განსაკუთრებული ზრდა დაფიქსირდა შემდეგი ქვეყნებიდან იორდანია +398%, ლიბანი +318%, საუდის არაბეთი +218%, ქუვეითი +185%, ირანი +170% და უზბეკეთი +138%. ტურიზმი, ეკონომიკის მნიშვნელოვანი სექტორი 2017 წლის პირველი კვარტლის მონაცემებით შემოსავალი უცხოური ტურიზმიდან საქართველოში შეადგენდა 434.6 მილიონ დოლარს (ზრდა +23.3%), რაც 82 მილიონით მეტია წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე. ტურიზმის წილი მთლიან შიდა პროდუქტში 2017 წლის პირველი კვარტლის მონაცემებით შეადგენს 6.8%-ს. ზრდა წინა წელთან შედარებით +0.8%-ია. 2017წლის იანვარი-ივნისის მონაცემებით საერთაშორისო მოგზაურების მიერ უცხოური საგადახდო ბარათებით განხორციელებულმა ოპერაციებმა951,335 ათასი ლარი შეადგინა, წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით +33.5%-იანი ზრდა დაფიქსირდა

Tweet about this on TwitterShare on Facebook0