ივლიტაში ასფალტო-ბეტონის საფარის დაგება მიმდინარეობს

ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ ივლიტის საავტომობილო გზაზე ასფალტო-ბეტონის ორ ფენიანი საფარის დაგება მიმდინარეობს.
პროექტის ფარგლებში, რეაბილიტაცია უტარდება სოფელში არსებულ ხიდსაც. რკინა-ბეტონის სანიაღვრე არხის მოწყობა კი უკვე დასრულებულია.
სამუშაოები ადგილობრივი ბიუჯეტიდან ფინანსდება, რომელსაც ტენდერში გამარჯვებული კომპანია შ.პ.ს “არალი“ ახორციელებს.

Visited 214 times, 1 visit(s) today