ილია ელოშვილი მსოფლიოს ლიდერი კომპანიის „EDF Group“-ის წარმომადგენელს შეხვდა

01/11/2017

ენერგეტიკის მინისტრი ილია ელოშვილი მსოფლიოს ლიდერი კომპანიის „EDF Group“-ის წარმომადგენელს დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის ქვეყნებში ლუკ შერერს შეხვდა. შეხვედრაზე მხარეებმა ისაუბრეს საქართველოს ენერგეტიკულ პოტენციალსა და თანამშრომლობის სამომავლო პერსპექტივებზე. ფრანგული კომპანია „EDF Group“ ახორციელებს ელექტროენერგიის წარმოებას, ელექტრული ქსელების მომსახურებასა და ექსპლუატაციას.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0