იმერეთის გუბერნატორმა დაფნის მშენებარე საწარმო დაათვალიერა

Доступно только по Грузински For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულმა–გუბერნატორმა გივი ჭიჭინაძემ, პირველმა მოადგილემ პაატა ნადირაძემ და გამგებელმა ზაზა ხურციძემ, ვანის მუნიციპალიტეტში დაფნის მშენებარე საწარმო მოინახულეს. საწარმოში პირველ ეტაპზე 30 – მდე ადამიანი დასაქმდება, დაფნას კი ადგილობრივი 1000 – მდე ბენეფიციარისგან შეისყიდიან.
ობიექტის მშენებლობის პირველი ეტაპი დასრულებულია, საწარმო უახლოეს მომავალში შესაბამისი ინვენტარით აღიჭურვება და ორ თვეში ექსპლუატაციაში შევა. დაფნის საწარმო ფუნქციონირებას სახელმწიფოს თანადაფინანსებით შეძლებს, ქარხანაში სულ მილიონი ლარის ინვესტიციაა ჩადებული.
დაფნის გადამამუშავებელი ქარხნის ამოქმედება ვანის მუნიციპალიტეტში ადგილობრივების დასაქმებასთან ერთად, დაფნის კულტურის განვითარებას შეუწყობს ხელს.

Visited 182 times, 1 visit(s) today